სამართლებრივი
თანხის დაბრუნება და გამოწერის გაუქმება
ვერსია 1.2 · ძალაშია
ეს ტექსტი დაწერილია მარტივი, გასაგები ენით და ძალაშია მითითებული თარიღიდან. დოკუმენტი შესაძლოა დაიხვეწოს — ბოლო რედაქციას ყოველთვის ამ გვერდზე ნახავ.
აქ აღწერილია, როგორ ჩერდება ავტომატური განახლება და რა ხდება გადახდასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში.
გამყიდველი
- დასახელება: შპს ენ-ჯორჯია 7
- საიდენტიფიკაციო კოდი: 435897317
- მისამართი: სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია, სოფელი ჭუბერი
- ელ. ფოსტა: info@gigisdisciplineclub.com
- ტელეფონი: +995 551 31 71 24
- სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00–18:00
- ვებგვერდი: www.gigisdisciplineclub.com
1. Basic და PRO — ყოველთვიური გამოწერა
- Basic და PRO ავტომატურად განახლდება ყოველ თვე შენ მიერ დადასტურებული თანხით, სანამ არ გააუქმებ.
- გაუქმება აჩერებს მომავალ ავტომატურ ჩამოჭრას.
- უკვე გადახდილი პერიოდის წვდომა რჩება პერიოდის ბოლომდე — გაუქმება წვდომას მაშინვე არ წყვეტს.
- გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს უკვე გადახდილი თანხის დაბრუნებას.
2. როგორ გააუქმო
გაუქმება ხელმისაწვდომია პირდაპირ აპლიკაციაში: გახსენი შენი პროფილი და განყოფილებაში გამოწერის მართვა აირჩიე გამოწერის გაუქმება. დადასტურების შემდეგ ავტომატური ჩამოჭრა წყდება, ხოლო წვდომა რჩება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე.
თუ რაიმე მიზეზით ვერ ახერხებ აპლიკაციიდან გაუქმებას, მოგვწერე info@gigisdisciplineclub.com ან დაგვირეკე +995 551 31 71 24 (ყოველდღე, 10:00–18:00) და მიუთითე ანგარიშის ელ. ფოსტა — გაუქმებას ჩვენ დავამუშავებთ.
3. Challenge — ერთჯერადი პაკეტი
- Challenge ერთჯერადი გადახდაა და მოიცავს 3 თვის წვდომას.
- ავტომატური განახლება არ ხდება — შესაბამისად, გაუქმება საჭირო არ არის.
4. გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები
თუ გადახდისას რამე ვერ დასრულდა სწორად, დაგვიკავშირდი და გადავამოწმებთ გადახდის პროვაიდერთან ერთად. მოგვწერე ანგარიშის ელ. ფოსტა, თარიღი და თანხა.
- თანხა ორჯერ ჩამოიჭრა.
- ჩამოიჭრა არასწორი თანხა.
- გადახდა დასრულდა, მაგრამ წვდომა არ გააქტიურდა.
- გადახდა დამატებით შემოწმებაშია — განხილვის სტატუსი.
5. მომხმარებლის სავალდებულო უფლებები
ეს პოლიტიკა არ ზღუდავს მომხმარებლის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სავალდებულო უფლებებს.
საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურ ხელშეკრულებებზე ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებებს, მათ შორის — კანონით დადგენილ შემთხვევებში — ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ეს უფლებები მოქმედებს უშუალოდ კანონის ძალით და არ არის დამოკიდებული ჩვენს გადაწყვეტილებაზე ან თანხმობაზე.
თუ გსურს ასეთი უფლებით სარგებლობა, უბრალოდ მოგვწერე — განვიხილავთ კანონმდებლობის შესაბამისად და გაცნობებთ შედეგს. თუ ჩვენს პასუხს არ ეთანხმები, უფლება გაქვს მიმართო შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან სასამართლოს.
6. ნებაყოფლობითი დაბრუნება
კანონით გათვალისწინებული სავალდებულო უფლებების გარდა, ცალკე ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა ამჟამად არ გვაქვს გამოცხადებული — შესაბამისად, კონკრეტულ ვადასა თუ პირობებს არ გპირდებით. თუ მიგაჩნია, რომ შენი შემთხვევა დაბრუნებას იმსახურებს, მოგვწერე და ინდივიდუალურად განვიხილავთ.
7. კონტაქტი და დოკუმენტის სტატუსი
info@gigisdisciplineclub.com · +995 551 31 71 24 · ყოველდღე, 10:00–18:00. მიმართვას განვიხილავთ და დაგიბრუნებთ პასუხს.
- დოკუმენტის ვერსია: 1.1
- ძალაშია: 2026 წლის 26 ივლისი
